Haqqımızda Reklam
05 
Dek
2022
12:58
0
0
90

სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთს ეწვევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას შეხვდება. ქალაქ ვარშავაში, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტები პირისპირ შეხვედრის შემდეგ მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ. პრესსამსახურის ცნობით, 6 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ოსვენციმში, წმ. გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სადაც გაიმართება საქართველოს და პოლონეთის ფოსტის ერთობლივი მარკის - "წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე“ წარდგენისა და ხელმოწერის ცერემონია. სამუშაო ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტი ევროპის კოლეჯის წარმომადგენლებს შეხვდება და სტუდენტებისათვის, საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ, საჯარო ლექციას წაიკითხავს.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები