Haqqımızda Reklam
01 
Dek
2022
14:19
1
0
114

სოფელ თაქალოს მოსახლეობასა და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის შორის დროებითი შეთანხმება შედგა

რუსთავში ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი დოხტურიშვილსა და სოფელ თაქალოს მოსახლეობას შორის მოსალოდნელი შეხვედრა გაიმართა. 24News.ge იუწყება, რომ მხარეებს შორის შეხვედრა დაახლოებით 1 საათი გაგრძელდა. ჩვენი საინფორმაციო პორტალის კორესპონდენტის ინფორმაციით, გამართულ შეხვედრაზე ქვემო ქართლის გუბერნატორმა გიორგი დოხტურიშვილმა მოსახლეობას არსებული პრობლემის გადაჭრის ორი ალტერნატიული გზა შესთავაზა. დოხტურიშვილმა პირველ რიგში შესთავაზა მიწის ნაკვეთის იჯარით აღებულ პირებსა და თაქალოს მცხოვრებლებს შორის შეხვედრა და პრობლემის მოგვარებაზე მოლაპარაკებების წარმოება. მან აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, სოფლიდან დაახლოებით 4 კილომეტრით მოშორებით მდებარე 32 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მოსახლეობას იჯარით გადაეცეს და სარწყავი წყალთან ერთად წელიწადში ერთხელ მათ გადაეცემათ მიწების გასაშენებლად შესაბამისი ტექნიკა.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები