Haqqımızda Reklam
21 
Avq
2019
20:52
1
0
154

ფედერიკა მოგერინის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს

ფედერიკა მოგერინის პრესსამსახური მოგერინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ''მავთულხლართების აღმართვა აფერხებს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას და უზღუდავს ხეხილის ბაღებისა და წყლის რესურსებისადმი წვდომას, რაც მათი ყოველდღიური ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია.ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა/ ვიცე-პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი ქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და კომუნიკაციის არსებული საშუალებების გამოყენების შესაძლებლობა ყველას უნდა ჰქონდეს“, - აღნიშნულია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირი აქტიურად ჩართული რჩება საქართველოში ვითარების სტაბილიზაციასა და კონფლიქტის დარეგულირების ძალისხმევაში, მათ შორის ჟენევის დისკუსიებში მონაწილეობით და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობით, მათ შორის აგრძელებს ჟენევის დისკუსიებში თანათავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას. სატელეფონო საუბრისას ფედერიკა მოგერინიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრების ფარგლებში.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები