Haqqımızda Reklam
21 
Avq
2019
19:54
0
0
166

ნათია თურნავა: აშშ-თან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე მოლაპარაკებას დავიწყებთ

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ის სექტემბერში ჩავა აშშ-ში ორ მსხვილ ავიაკომპანიასთან მოსალაპარაკებლად საქართველო-აშშ- შორის პირდაპირი ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით. სექტემბრის დასაწყისში მე პირადად მომლაპარაკებელ გუნდთან ერთად ვგეგმავ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლას. იქ შეხვედრა გვექნება ორ წამყვან ავიაკომპანიასთან, რომლებიც, ვფიქრობთ, რომ დაინტერესდებიან საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყებით და ველოდებით, რომ მსგავსად ღყანაირ-თან მოლაპარაკებისა, რომელიც ძალიან მოკლე ვადებში დავასრულეთ, ასევე წარმატებით დავასრულებთ ამ მოლაპარაკებას," -განაცხადა ნათია თურნავამ. "ჩვენ საკმაოდ დეტალური კვლევა განვახორციელეთ, რომელმაც დაადასტურა, რომ პირდაპირი ფრენები საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში არის მიმზიდველი. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სტრატეგიული ამოცანა, იმიტომ, რომ აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და პირდაპირი ფრენების დაწყება იქნება ძალიან ნათელი, ცალსახად პოზიტიური პოლიტიკური რეჟიმი. ეს ასევე კომერციულადაც მიმზიდველია კომპანიებისთვის, ვინც ამას მოკიდებს ხელს'' - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები