Haqqımızda Reklam
21 
Avq
2019
16:04
1
0
160

ზალკალიანმა და მოგერინიმ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან, სატელეფონო საუბარი გამართა. საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება. ზალკანიანმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საოკუპაციო ხაზზე ბოლო განვითარების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ რთულ გარემოზე. უმაღლესმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა“- ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები