Haqqımızda Reklam
21 
Avq
2019
13:50
0
0
188

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტომაშ პეტრიჩეკი სოფელ გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის განახლებას გმობს

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტომაშ პეტრიჩეკი სოფელ გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის განახლებას გმობს. განცხადება აღნიშნულის შესახებ ტომაშ პეტრიჩეკმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა. ცოტა ხნის წინ ადგილობრივი მოსახლეების რთულ სიტუაციას ადგილზე გავეცანი. ამიტომ, არ შემიძლია, მკაცრად არ დავგმო დეფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების და რუსეთის ჯარების ნაბიჯები“, - აღნიშნულია ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მინისტრი ტვიტერში გამოთქვამს თავის შეფასებას და დასძენს, რომ ნატო ვერ იქნება გულგრილი ასეთი ქმედებების მიმართ. პეტრიჩეკი 2018 წლის ოქტომბრიდან უდგას სათავეში ჩეხეთის საგარეო უწყებას.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები