Haqqımızda Reklam
21 
Avq
2019
11:39
0
0
162

ედგარს რინკევიჩსი - გუგუტიანთკარში ეს უკანონო ქმედება უნდა შეწყდეს

ეს უკანონო ქმედება უნდა შეწყდეს, - ასე ეხმაურება ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს. ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოს მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უცხადებს. „ბორდერიზაციის“ პროცესი, რომელსაც სოფელ გუგუტიანთკარის მახლობლად რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ცხინვალის „ხელისუფლება“ ახორციელებს, უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მხარს ვუჭერ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას, რომ ეს უკანონო ქმედება უნდა შეწყდეს“, - წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები