Haqqımızda Reklam
05 
Okt
2022
16:34
1
0
123

პოლონეთში, ქართველი ემიგრანტი ბინაში გარდაცვლილი ნახეს

პოლონეთში ქართველი ემიგრანტი ბინაში გარდაცვლილი ნახეს. მომხდარის შესახებ დღეს დილით გახდა ცნობილი. 26 წლის ჯანო სიჭინავა ქალაქ სლუპსკში სამუშაოდ იყო წასული. მას შემდეგ, რაც დილით სამსახურში არ მივიდა, მისი ძებნა დაიწყეს. ინფორმაცია გარდაცვლილის ოჯახს ადგილობრივმა ემიგრანტებმა მიაწოდეს. რა გახდა სიკვდილის მიზეზი უცნობია. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. სიჭინავას ოჯახი ანაკლიაში ცხოვრობს, მათ ოფიციალური უწყებებიდან ჯერ არავინ დაკავშირებია. მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ოჯახის სარჩენად უცხოეთში წასული ახალგაზრდას გადმოსვენებისთვის ახლობლები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. ცნობილია, რომ სიჭინავა პოლონეთში სამუშაოდ 3 წლის წინ წავიდა.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები