Haqqımızda Reklam
26 
Okt
2021
17:10
0
0
249

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის განსახილველად საქართველოში ექიმები უკრაინიდან და ნიდერლანდებიდან გაგზავნეს

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, გიორგი გელხაურის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგში უცხოელი ექიმებიც ერთვებიან. კერძოდ, ადვოკატი ამბობს, გუშინ საქართველოს ჰოლანდიელი ექიმი ჩამოვიდა, ხვალ კი უკრაინელი მედიკოსების ჯგუფს ელოდებიან. ისინი მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს შეხვდებიან და გადაწყვეტილებებს ამის შემდეგ მიიღებენ. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გიორგი გელხაურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა სისუსტე იზრდება. "მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა სისუსტე იზრდება და ქართველ ექიმებს მედიკამენტოზური მკურნალობით უჭირავთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მიხეილ სააკაშვილი მადლობას უხდის ქართველ მედიკოსებს, განსაკუთრებით, რეანიმატოლოგებს, რომლებმაც ორჯერ გადაარჩინეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე მადლობას უხდის ყველა კონსილიუმის წევრს, ვინაიდან მათ დაწერეს დასკვნა და ეს დასკვნა რომ სიმართლეს შეესაბამება ამასაც აღნიშნავს. ამ საქმეში აქტიურადაა ჩართული უკრაინული მხარე და პრეზიდენტის ადმინისტრაცია, გუშინ ჰოლანდიიდან ჩამოვიდა ექიმი, ხვალ ჩამოდის უკრაინიდან რეანიმატოლოგი, საქმეში ასევე ჩაერთო კომაროვსკი, უკრაინელი მედიკოსი, რომელიც საკმაოდ ცნობილი ექიმია. მათ ექნებათ კონსულტაციები მიხეილ სააკაშვილის ექიმთან და შემდგომ მიიღებენ გადაწყვეტილებას", - თქვა გიორგი გელხაურმა. მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ცნობილი გახდა, რომ შიმშილობის გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დმძიმდა. დღეს უკვე 26-ე დღეა, რაც მესამე პრეზიდენტი საპატიმროში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები