Haqqımızda Reklam
26 
Okt
2021
13:48
0
0
160

გახდება თუ არა საქართველოში ვაქცინაცია ირიბად სავალდებულო?

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოში დამუშავებული პაკეტი წარადგინა, რომელიც ე.წ. მწვანე პასპორტებსა და ირიბ მანდატორიზმს შეეხება. როგორც გამყრელიძემ განმარტა, ზოგიერთმა ქვეყანამ მას შემდეგ, რაც ვაქცინაციის ტემპი ვერ აწია, ირიბი მანდატორიზმი დააწესა. „დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დღეს საკოორდიანციო საბჭოს სამდივნოში დამუშავებული პაკეტი წარადგინა, რომელსაც სამდივნო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად განიხილავს. ეს არის სრული პაკეტი, ე.წ. მწვანე პასპორტებთან მიმართებაში. ვნახოთ, გადაწყვეტილებები უნდა იყოს, ჩემს გამოსვლებში აღვნიშნე, დიახ, სავალდებულოება საკმაოდ რთული გადაწყვეტილებაა, ეს არ არის მარტივი, ამას არასდროს ვმალავდი, რომ მე, როგორც ამირან გამყრელიძე, როგორც ერთი ექიმი, ამას ვემხრობი. ხშირად მითქვამს, რომ საკოორდინაციო საბჭო იმიტომ არის საკოორდინაციო საბჭო, რომ იქ ერთპიროვნული გადაწყვეტილებები არ მიიღება, იქ მიიღება განხილვის და კონსენსუსის წესით შეთანხმებული გადაწყვეტილებები. გიდასტურებთ, რომ სავალდებულოება იმუნიზაციაში და აცრებში ერთ-ერთი რთული გადაწყვეტილებაა. წარმატებულმა ქვეყნებმა, ვინც მიიღო - რამდენიმე ქვეყანაა, ყველა არა, ძირითადად არის ე.წ. ირიბი მანდატორიზმის მექანიზმები, ანუ "მწვანე პასპორტების" სისტემა, რომელიც ყველა ქვეყანაში მუშაობს, ამაზე მიდის ძირითადი დისკუსია, თუ რომელი იყოს, ამ "მწვანე პასპორტების" რა სისტემის ჩარჩო იქნას ქვეყანაში შემოღებული.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები