Haqqımızda Reklam
17 
Sen
2021
19:04
0
0
481

სააკაშვილის ყოფილი მაღალჩინოსანი უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირებულია

სამხედრო პოლიციის ყოფილ უფროსს, მეგის ქარდავას თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ერთ-ერთ საქმეზე უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პროკურატურის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს მ.ქ.-ს ბრალების საქმის არსებითი განხილვა, რომელიც შეეხება ჯგუფურად და შეკვეთით ჩადენილ განზრახ მკვლელობას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას. „2012 წლის დასაწყისში, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მ.ქ.-მ შურისძიების მოტივით შეუკვეთა ქალაქ მოსკოვში მცხოვრები პირის მკვლელობა, რაც 2012 წლის 21 მაისს სისრულეში იქნა მოყვანილი“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, მეგის ქარდავას მიმართ საქართველოში არსებული 11 სისხლის სამართლის საქმიდან 5-ზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლოდ 6 სისხლის სამართლის საქმე იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები