Haqqımızda Reklam
17 
Sen
2021
18:55
0
1
156

ცენტრის ხელმძღვანელმა ისაუბრა საქართველოში მე -4 ტალღის შემდეგ მე -5 ტალღის თარიღზე

რაც უფრო სწრაფად ავიცრებით, მით უფრო მსუბუქად გადავიტანთ მეხუთე ტალღას, რომელიც, სავარაუდოდ, ნოემბრის მეორე ნახევარში ან დეკემბერში იქნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვებინარზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კითხვას იმის შესახებ, თუ როდის შეიძლება იყოს მეხუთე ტალღა და რამდენად რთული იქნება ის. მისივე თქმით, კორონავირუსის ახალი შტამების შეჩერება მხოლოდ სწრაფ და ხარისხიან ვაქცინაციას შეუძლია. „რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება მსოფლიოში, მით უფრო ნაკლები შანსი იქნება ახალი შტამების გაჩენის. დღეს მსოფლიოს მასშტაბით თითქმის 6 მილიარდი ადმინისტრირებული ვაქცინის დოზა არსებობს. მსოფლიოში 2.5 მილიარდი ადამიანი სრულად არის აცრილი და რაც მეტი იქნება სრულად აცრილი, მით ნაკლებად დარჩება იმის შანსი, რომ ვირუსი მუტაციას განიცდის“, - განაცხადა გამყრელიძემ. როგორც მან აღნიშნა, ახალი შტამები მსოფლიოს მასშტაბით თანდათან ჩნდება და ამ პროცესზე დაკვირვება რეგულარულად მიმდინარეობს. „დღეს საქართველოში ძირითადად ცირკულირებს "დელტა" შტამი და ასევე "დელტა პლუს"-ის რამდენიმე შემთხვევაც გვაქვს. იცით, რომ ახალი კოლუმბიური "მიუ" შტამი უკვე არაერთ ქვეყანაში არსებობს, თუმცა ის ისეთი აგრესიულობით არ გამოირჩევა, როგორიც არის "დელტა". როტაციები ყოველთვის მოსალოდნელია და ამას ყოველთვის უნდა დავაკვირდეთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები