Haqqımızda Reklam
25 
Iyl
2021
17:06
0
0
239

გამყრელიძე - ”ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება, ქორწილებისა და დღესასწაულებისგან თავი უნდა მოვიცილოთ”

ეპიდსიტუაცია საკმაოდ გართულებულია - დღევანდელი მდგომარეობა ძალიან ჰგავს ნოემბერს. 24news.ge იუწყება, რომ გამყრელიძის განმარტებით, ეპიდსიტუაციის გაუმჯობესებისთვის აუცილებელია რეგულაციების დაცვა და მასობრივი ვაქცინაცია. " ყველა ინდიკატორში სამწუხაროდ გაუარესება გვაქვს - ინციდენტობის მაჩვენებელი, დადებითობის მაჩვენებელი. თუ არ გავითავისეთ, რომ ეპიდსიტუაციას შეაკავებს მხოლოდ მასობრივი აცრები და რეკომენდაციების და რეგულაციების დაცვა , ისე არაფერი არ გამოვა. უნდა დავიცვათ რეგულაციები, ვატაროთ პირბადე ყველგან, დახურულ სივრცეებში ყველგან და ღია სივრცეში იქ, სადაც იკრიბება 5-ზე მეტი ადამიანი, ასევე ყველანაირ დიდ შეკრებებს თავი უნდა ავარიდოთ, იქნება ეს ქორწილი, ქელეხი, კონცერტი თუ სხვა - ამაზე უარი უნდა ვთქვათ დროებით, ან სადაც იქნება ეს შეკრება, განსაკუთრებით თუ ეს არის სემინარები, კონფერენციები და ა.შ. ადამიანები უნდა იყვნენ ორჯერადად აცრილი და ისე არ უნდა დაიშვან ან უნდა იყვნენ PCR ტესტით უარყოფითი, ან სწრაფი ტესტით 24 საათში უარყოფითი. რეგულაციები უნდა დავიცვათ თუ გვინდა, რომ ეპიდსიტუაცია უფრო არ გაუარესდეს იმიტომ, რომ დღევანდელი მდგომარეობა ძალიან ჰგავს ნოემბერს. ამ ეტაპზე საბჭოს რეკომენდაციაა, რომ გააქტიურდეს მაქსიმალურად აცრები. ახლა ქვეყანაში 4 ვაქცინაა ხელმისაწვდომი და ადამიანებმა უნდა იაქტიურონ - ჩაეწერონ და აიცრან და მეორე მხრივ უნდა დავიცვათ ის რეგულაციები, რომელიც არსებობს. იქ, სადაც იკრიბება 5 ადამიანზე მეტი აუცილებელია პირბადის ტარება და ამასთან დაკავშირებით დაევალა საკოორდინაციო შტაბს, რომ ეს გადაწყვეტილება მოამზადოს", - განაცხადა გამყრელიძემ.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები