Haqqımızda Reklam
16 
Iyn
2021
09:43
0
0
463

ქუთაისში, ჭავჭავაძისა და ნინოშვილის ქუჩების კვეთაზე სროლა იყო

ქუთაისში, ჭავჭავაძისა და ნინოშვილის ქუჩების კვეთაზე სროლა იყო. თვითმხილველების განცხადებით, რამდენიმე პირს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, მოგვიანებით კი, გასროლის ხმა გაიგეს. არსებული ინფორმაციით, სროლის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი. ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით – 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება) და 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მუხლებით მიმდინარეობს.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები