Haqqımızda Reklam
15 
Iyn
2021
13:26
0
0
253

ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით უმჯობესდება, ამიტომ ამ ეტაპზე შეზღუდვების დამატებით შემსუბუქებას რეკომენდაციას ვერ გავუწევთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით დღეს საკოორდინაციო საბჭოს არ უმსჯელია. მისივე თქმით, ჯერჯერობით ქვეყანაში ეპიდვითარება კვლავ საყურადღებოა და შეზღუდვების დამატებით შემსუბუქებას ამ ეტაპზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციას ვერ გაუწევს. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ათი დღის განმავლობაში დააკვირდებიან ეპიდვითარებას და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებებს შემსუბუქებასთან დაკავშირებით. „დღეს ეს სკითხი არ განხილულა. ყველა მაჩვენებელი, ინდიკატორი, რომელიც ახასიათებს ეპიდსიტუაციას, უმჯობესდება, თუმცა ძალიან ნელი ტემპით. მართალია, სამშაბათს ყოველთვის გვაქვს შაბათ-კვირის შემთხვევები დაგროვებული, მაგრამ მაინც კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიური რაოდენობა მერყეობს 300-600-700-ს შორის. ამიტომ, ჯერჯერობით, ისეთი მაჩვენებლებია, რომ სხვა შემსუბუქებას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ ეტაპზე რეკომენდაციას ვერ გაუწევს. რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ დავაკვირდებით ერთი კვრა, ათი დღის განმავლობაში ეპიდვითარებას და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები