Haqqımızda Reklam
01 
Mar
2021
16:33
0
0
160

ნიკოლ ფაშინიანის პრესსპიკერის თქმით, პრემიერ-მინისტრს „ისკანდერის“ სარაკეტო სისტემაზე არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, მანე გევორგიანის თქმით, ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ფაშინიანის მიერ „ისკანდერის“ სარაკეტო სისტემის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე, ისაუბრეს. „სომხეთის პრემიერ - მინისტრმა დაასკვნა, რომ მას არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს. ეჭვგარეშეა, რომ რუსული იარაღი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. სომხეთის რესპუბლიკა აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო მრეწველობისა და მაღალტექნოლოგიური სექტორების მიმართულებით და აპირებს გადადგას ნაბიჯები მისი კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით, ”- განუცხადა მანე გევორგიანმა Armenpress-თან საუბარში. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ფაშინიანმა რუსული "ისკანდერის" სარაკეტო სისტემა გააკრიტიკა და თქვა, რომ გასულ წელს ყარაბაღის კონფლიქტის დროს, რაკეტების დიდი ნაწილი არ აფეთქებულა.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები