Haqqımızda Reklam
26 
Yan
2021
14:16
0
0
278

10 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული 6654 ტესტის შედეგად, კორონავირუსი 113 პატიმარს გამოუვლინდა

იუსტიციის მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში ჯამში უკვე 10 პენიტენიური დაწესებულება შემოწმდა, PCR ტესტი 6654 პატიმარს ჩაუტარდა, საიდანაც კორონავირუსი 113 შემთხვევაში დადასტურდა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ტესტირება ჩატარდა გლდანის მერვე და ქსნის მეთხუთმეტე დაწესებულებებში, სადაც კოვიდით ინფიცირების ჯამში 78 შემთხვევა დადასტურდა. „როგორც თქვენთვისაა ცნობილი, პენიტენციური სამსახური აგრძელებს ინტენსიური PCR ტესტირებების პროცესს. ამ ეტაპზე, მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ორ დიდ დაწესებულებაში, გლდანის მერვე და ქსნის მეთხუთმეტე პენიტენციურ დაწესებულებაში ტესტირების შედეგების შესახებ. რაც შეეხება ნომერ მერვე გლდანის დაწესებულებას, აქ ჩატარდა 2422 ტესტი, რომელთაგან დადებითი აღმოჩნდა 38, აქედან 8 პატიმარს გამოუვლინდა სიმპტომები და ისინი გადაყვანილი არიან სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. დანარჩენები არიან უსიმპტომო პატიმრები, ისინი არიან საკარანტინო სივრცეში იზოლირებულები, ასევე მათი კონტაქტები. მათ ყოველდღიურად უტარდებათ მუდმივი კონტროლის ღონისძიებები, რომლებიც სამედიცინო პროტოკოლით არის გათვალისწინებული, ეს არის თერმოსკრინინგი, სატურაციის კონტროლი, ამას ემატება, ასევე, 72 საათში ანტიგენით ტესტირება და შემდეგ ისევ განმეორებით PCR ტესტირება. რაც შეეხება მეთხუთმეტე ქსნის დაწესებულებას, აქ გაკეთდა 1735 ტესტი, საიდანაც დადებითი იყო 40. ასევე, არის ცალკეული შემთხვევები, რომელზეც კვლევა გრძელდება. აღსანიშნავია, რომ ეს 40 დადასტურებული პირი არის უსიმპტომო, მათი ჰოსპიტალიზაცია არ გამხდარა საჭირო, ისინი იზოლირებული არიან დაწესებულების დანარჩენი კონტიგენტისგან და მედპერსნალის მუდმივი ყურადღების ქვეშ არიან. როგორც სამედიცინო პროტოკოლი ითვალისწინებს, თუ ამ ადამიანებიდან რომელიმეს გამოუვლინდა სიმპტომი, ისინი მყისიერად გადაყვანილი იქნებიან სამოქალაქო კლინიკაში. ამ ეტაპისთვის სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს. ამ თვის ბოლომდე დასრულდება მთლიანად ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ტესტირებების ინტენსიური პროცესი. ჯერ მთლიანობაში ჩატარდა 10 პენიტენციურ დაწესებულებაში ტესტირების პროცესი. სულ გაკეთდა 6654 ტესტი და ჯამში გვაქვს 113 შემთხვევა,“ - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

www.24news.ge


(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები