Haqqımızda Reklam
18 
Yan
2021
10:23
0
0
204

თურქეთის სანაპიროსთან, შავ ზღვაში რუსული გემი ჩაიძირა

შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან რუსული მშრალტვირთმზიდი ჩაიძირა. ამის შესახებ ბართინის პროვინციის გუბერნატორმა სინანგიუნერმა განაცხადა. "ჩვენი პროვინციის ინკუმუს რაიონში ჩაიძირა რუსული დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი. ვიწყებთ სამაშველო ოპერაციას ეკიპაჟის 15 წევრის გადასარჩენად, რომლებიც სამაშველო ნავებზე იმყოფებიან“, - განაცხადა გუბერნატორმა. მისი ინფორმაციით, დაღუპულთა შესახებ ინფორმაციას ჯერ არ არის. სამაშველო ოპერაციას ართულებს ცუდი ამინდი. ანკარაში რუსეთის საკონსულოში აცხადებენ, რომ წინასწარი მონაცემებით, არავინ გარდაცვლილა. მომხდარი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები