Haqqımızda Reklam
22 
May
2019
19:59
1
0
223

საქართველოს ელჩი თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრს შეხვდა

22 მაისს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრთან, ჰულუსი აქართან შეხვედრა გამართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. მათივე ინფორმაციით, ელჩმა ხაზი გაუსვა თავდაცვის სფეროში თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას და გამოხატა მადლიერება, წლების განმავლობაში საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების პროცესში თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების დახმარებისათვის. საგარეო უწყების ცნობით, თავის მხრივ, ჰულუსი აქარმა ხაზი გაუსვა თურქეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას როგორც ორმხრივ, ასევ სამმხრივ ფორმატში. აღინიშნა, რომ მ/წლის 26 მაისს, საპატიო სტუმრის სტატუსით, გეგმავს საქართველოში ვიზიტს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასწრების მიზნით. İpn.ge

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები