Haqqımızda Reklam
31 
Okt
2020
13:49
1
0
300

ხულოში, სოფელ წაბლანას მოსახლეობა აცხადებს, საპარლამენტო არჩევნებს პროტესტს უცხადებენ და ხმის მისაცემად არ მიდიან

ხულოში სოფელ წაბლანაში მცხოვრები მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნებს პროტესტს უცხადებენ და ისინი საარჩევნო უბნებზე ხმის მისაცემად არ მიდიან. მოქალაქეების განცხადებით, ხელისუფლებამ ისინი მოატყუა. „ჩვენ 1989 წელს სტიქიის შედეგად დაზარალებულები ვართ, არაერთი აქცია გავმართეთ. გადმოგვცეს ბინები, მაგრამ დაუსრულებელი, ჩვენ რემონტის საშუალება არ გვაქვს და ამიტომ უკიდურეს ფორმას მივმართეთ, არ მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში", - აცხადებენ სოფელ წაბლანაში მცხოვრებლები. მოქალაქეების განცხადებით, ნაწილი საარჩევნო უბანზე იმიტომ გამოცხადდა, რომ აღნიშნული პროტესტი გამოეხატა.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები