Haqqımızda Reklam
31 
Okt
2020
12:35
2
1
119

მარნეულში, 52-ე საარჩევნო უბანზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]

მარნეულში, საარჩევნო 52-ე უბანზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს იმაში ადანაშაულებენ, რომ ამომრჩევლებს ანიშნებდნენ, თუ რომელი ნომერი შემოეხაზათ. „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიაზ გულიევმა დაიწყო ჩხუბი და ბოთლები ესროლა ელვიმ კასუმოვს. ჩხუბი იმიტომ დაიწყო, რომ ეს კაცი ეუბნებოდა, რომ, პირველ რიგში, ჯერ ქალები შეეშვათ, მას კი ეგონა, რომ ვიღაცას უთხრა, ხმა მიეციო. შემდეგ ბოთლი ისროლა. როგორ შეიძლება, ომია თუ არჩევნებია. ეგენი სულ პროვოკაციაზე არიან“, – განაცხადა ერთ-ერთმა ამომრჩეველმა. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ უბნის შიდა პერიმეტრზე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, ამასთან, მისი თქმით, ხმის მიცემის პროცესი არ შეფერხებულა და გარეთ მომხდარი ინციდენტები მის კომპეტენციას სცილდება. საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, 52-ე საარჩევნო უბანზე ამ დროისთვის სიმშვიდეა, გარე პერიმეტრზე სამართალდამცველები რჩებიან.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები