Haqqımızda Reklam
28 
Sen
2020
19:40
1
0
199

მეშველიანი - ბოლნისში გუშინდელ ინციდენტზე პასუხისმგებლობა „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკისრება

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი მეშველიანი აცხადებს, რომ ბოლნისში გუშინდელ ინციდენტზე პასუხისმგებლობა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მათი მაჟორიტარობის კანდიდატს ეკისრებათ. როგორც გოგი მეშველიანმა აღნიშნა, გუშინდელი ინციდენტი წინასწარ იყო დაგეგმილი. „ჩვენი სააგიტაციო ჯგუფი ატარებდა მშვიდობიან აქციას, ისინი ერთ-ერთ ჩაიხანაში სტუმრობისას შესული იყვნენ რომ სული მოეთქვათ, რა დროსაც მიაყენეს შეურაცხყოფა. ეს ანგარიშსწორების მცდელობა გადაიზარდა ორმხრივ დაპირისპირებაში. ჩემი ძმა გოჩა მეშველიანი ამ დროს ჯგუფთან ერთად არ იმყოფებოდა. ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი პარტიული აქტივი, ისინი ყველა დასახლებულ პუნქტში არიან მრავლად, მათ თავის დაცვაც შეუძლიათ და პროვოკაციაზე პასუხის გაცემაც. ჩემი ძმა გახლდათ მიკრო შტაბში, რომელიც მდებარეობს იმ კაფესთან 30 მეტრის დაშორებით, როცა შემოესმა ხმაური, მივიდა ინციდენტის ადგილზე ჩაიხანაში და ჩვენი აქტივი გამოარიდა. მოხდა ამ ადამიანების გამოყვანა ჩვენი შტაბის წინ. სწორედ ჩვენი შტაბის წინ მოხდა მეორე თავდასხმა. ხელკეტებით, ქვებით, სხვა ბლაგვი საგნით შეიარაღებული ადამიანები დაესხნენ თავს ჩვენ აქტივისტებს და ორ მათგანს მძიმე დაზიანება მიაყენეს. ამ ყველაფრის შემსრულებელი გახლავთ არიფ იუსუბოვი „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი წევრი“, – განაცხადა მეშველიანმა. მისივე თქმით, საგამოძიებო მოქმედებები დაწყებულია, „ქართული ოცნების“ წევრების კატეგორიული მოთხოვნაა, რომ ძალადობაში მონაწილე ყველა პირი დაისაჯოს.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები