Haqqımızda Reklam
28 
Sen
2020
19:15
1
0
200

სომხეთის ელჩი - სომხეთში მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის ევაკუაციის გეგმები განიხილება

სომხეთში მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის ევაკუაციის გეგმები განიხილება, – ამის შესახებ რუსეთში სომხეთის ელჩმა ვარდან ტოგოიანმა რადიოსადგურ „გავარიტ მასკვასთან“ ინტერვიუში განაცხადა. სომეხი დიპლომატის თქმით, მთიანი ყარაბაღიდან მოსახლეობის ევაკუაციისთვის ჰუმანიტარული კორიდორების შესაძლებლობა მაშინ დადგება, თუ სიტუაცია რეგიონში უფრო გამწვავდება. „მთელი ამ დღეების განმავლობაში, ბავშვები და ქალები სარდაფებსა და თავშესაფრებში იმყოფებოდნენ. ასეთი საკითხები მუშავდება, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ საქმე აქამდე არ მივა“, – აღნიშნა ტოგოიანმა.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები