Haqqımızda Reklam
28 
Sen
2020
17:36
1
0
251

დიმიტრი შაშკინი აცხადებს, რომ ბოლნისში არჩევნების ჩატარებას ომის ვეტერანები დააკვირდებიან

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დიმიტრი შაშკინი აცხადებს, რომ ბოლნისში არჩევნების ჩატარებას ომის ვეტერანები დააკვირდებიან. ​როგორც დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, „ქართული ოცნება“ გადასულია ტერორზე და ატერორებს მოსახლეობას. „იმის ნაცვლად, რომ ადგილობრივი დეპუტატობის კანდიდატი მეშველიანი დაეხმაროს ხალხს, გააკეთოს ის, რაც კონსტიტუციით ავალია, შექმნეს ბანდები, რომლებიც ატერორებენ ჩვეულებრივ მოსახლეობას. უვარდებიან სახლებში. გუშინ ღამე, ინციდენტის შემდეგ დაარბიეს ოქრიაშვილის ერთ-ერთი ოფისი. უვარდებიან კაფეებში და ცემენ მოსახლეობას. ეს არის „ოცნების“ სახე. მძიმე იყო, რომ გუშინდელი ფაქტი მოხდა სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს. ეს შეიტყვეს ვეტერანებმა, რომლებიც იმყოფებოდნენ მემორიალთან და დამიკავშირდნენ. აქ არიან ვეტერანები მოსული, რომლებმაც გამოხატეს მორალური მხარდამჭერის სურვილი, ისინი აქ ჩამოვლენ არჩევნებზე და უზრუნველყოფენ მშვიდობიან საარჩევნო პროცესს, იქნებიან მეთვალყურეები“, – განაცხადა შაშკინმა.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები