Haqqımızda Reklam
28 
Sen
2020
16:53
1
0
190

თურქეთის თავდაცვის მინისტრი: თურქეთი მხარს უჭერს აზერბაიჯანს მშობლიური მიწების დაცვაში

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ თურქეთი მხარს უჭერს აზერბაიჯანს მშობლიური მიწების დაცვაში. ჰულუსი აქარის თქმით, სომხეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს აგრესიული ქმედებები. „სომხეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს თავდასხმები და უკან დააბრუნოს დაქირავებული მებრძოლები და ტერორისტები“, - განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა. სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართლებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები