Haqqımızda Reklam
28 
Sen
2020
16:34
1
0
201

ერდოღანმა სომხეთს მოუწოდა, დატოვოს მთიანი ყარაბაღი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სომხეთს მოუწოდა დატოვის მთიანი ყარაბაღი. იუწყება თურქული სააგენტო "ანადოლუ". "აზერბაიჯანის ოკუპირებული მიწების სომხეთისგან დაუყოვნებლივი გათავისუფლება გაუხსნის გზას რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას", - განაცხადა ერდოღანმა. ერდოღანს მიაჩნია, რომ აუცილებელია კრიზისის დასრულება, რომელიც სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის ოკუპაციით დაიწყო. თურქეთის ლიდერის თქმით, აზერბაიჯანს თავდაცვა უწევს, რადგან ეუთოს მინსკის ჯგუფმა რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ვერ მოახერხა მთიანი ყარაბაღის პრობლემის გადაწყვეტა. 27 სექტემბერს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხდა, რომ სომეხმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს დასახლებულ პუნტქებს ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში. სომხეთი კი თავის მხრივ იუწყებოდა, რომ აზერბაიჯანმა ყარაბაღში საჰაერო და სარაკეტო იერიშები მიიტანა. სომხეთსა და აზერბაიჯანში, ასევე მთიან ყარაბაღში გამოცხადებულია საომარი მდგომარეობა. გავრცელებული ინფორმაციით, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, შეხების ხაზზე საომარი მოქმედებები დღეს დილიდან განახლდა.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები