Haqqımızda Reklam
28 
Sen
2020
12:26
0
0
137

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. შესაბამისად, ვირუსით საერთო ჯამში 31 ადამიანია გარდაცვლილი. „გუშინ გარდაიცვალა სამი პაციენტი, აქედან ორი არის აჭარაში, 65 და 70 წლის მამაკაცები, რომელთაც ჰქონდათ თანმხლები დაავადებები. ერთს ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი და მეორეს ინსულტი, ორმხრივი მწვავე პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა და მათი მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა. თბილისშიც გარდაიცვალა ერთი ქალბატონი, 57 წლის, რომელსაც ჰქონდა ასევე თანხმლები დაავადებები და განვითარდა მწვავე რესპირატორული სინდრომი, პაციენტის გამოყვანა ვერ მოხერხდა“, - განაცხადა ენდელაძემ.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები