Haqqımızda Reklam
06 
May
2019
13:13
1
0
263

სალომე ზურაბიშვილი - არც გაზი გვაქვს და არც ნავთობი, მაგრამ გვაქვს კულტურა

ჩვენ რესურსებზე რომ ვლაპარაკობთ, არც გაზი გვაქვს და არც ნავთობი, მაგრამ გვაქვს კულტურა. ეს ჩანს ყოველდღიურად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო ფორუმზე სახელწოდებით, - „კულტურათა კავშირი - საქართველოსა და ევროპის შემოქმედებითი მომავლის განვითარება“ განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა საქართველოსთვის კულტურის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველო ევროპის ნაწილია და კულტურის განვითარებაში საქართველოს მთავარი მხარდამჭერი სწორედ ევროპაა. „კულტურა საქართველოსთვის ეს არ არის მხოლოდ სიტყვა. კულტურა ეს არის საქართველოს არსი, ისტორია, წარსული და მომავალი. კულტურის გარეშე, რეალურად, საქართველო დღემდე არ მოვიდოდა. ის უცნაურობა, რომ საქართველო გადაურჩა ამდენ საუკუნეს, ამდენ შემოტევას, ამდენ შევიწროებას, ეს სასწაული დაკავშირებულია სწორედ თავის კულტურასთან, თავის ევროპულ, ქრისტიანულ კულტურასთან. ჩვენ, საუკუნეების მანძილზე ამ ქვეყნიდან გავდიოდით არა ჯარებით, არამედ მონასტრების აშენებით. გავდიოდით კულტურით და დღესაც გავდივართ კულტურით. თუ საქართველოს ცნობადობა არსებობს დღეს უცხოეთში და პირველ რიგში, ევროპაში, სწორედ კულტურულად არსებობს საქართველო და ეს არის ჩვენი ძალიან დიდი ძალა, ძალიან დიდი მონაპოვარი ამ საუკუნეების და ძალიან დიდი რესურსი. ჩვენ რესურსებზე რომ ვლაპარაკობთ, არც გაზი გვაქვს და არც ნავთობი, მაგრამ გვაქვს კულტურა. ჩვენთანაც შემოდის ევროპა თავის კულტურით. მთელი ეს ბოლო წლები, რაც საქართველომ აღადგინა თავისი დამოუკიდებლობა, შემოვიდა ის დღევანდელი ევროპული კულტურა თავისი კანონმდებლობით, თავისი წესრიგით და ამან განაპირობა ჩვენი დღევანდელი განვითარება, საქართველოს დაბრუნება თავის დემოკრატულ წარსულში, უკვე შორეულ წარსულში, რომელიც შეწყვეტილი იყო, მაგრამ ამას დავუბრუნდით ევროპის მეშვეობით. ევროპა ამაში არის ჩვენი მთავარი გვერდში მდგომი და მხარდამჭერი, მაგრამ ეს არ არის ერთმხრივი გზა. ჩვენც შევდივართ ევროპაში, ევროპის კულტურაში. აქ ნახსენები იყო ყველა ის ნაბიჯი, რაც გადადგმულ იქნა ამ ბოლო წლებში და რასაც ჯერ კიდევ ვაპირებთ, მაგრამ მე მგონია, რომ ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს კიდევ მეტი ამბიცია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ipn.ge

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები