Haqqımızda Reklam
13 
Avq
2020
15:12
0
0
82

სტამბოლის, კიევისა და მინსკის მიმართულებით ჩარტერული რეისები დაინიშნა - როდის შესრულდება ფრენები

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მორიგი ჩარტერული რეისები დაინიშნა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისად, ავიაკომპანიები ჩარტერულ ფრენებს შემდეგი განრიგით შეასრულებენ: 16 აგვისტო, ავიაკომპანია Pegasus Airlines, თბილისი - სტამბოლი (გაფრენა 05:05, ჩაფრენა 06:40 ); 20 აგვისტო, ავიაკომპანია Belavia, თბილისი - მინსკი (გაფრენა 03:45, ჩაფრენა 05:45 ); 23 აგვისტო, ავიაკომპანია SkyUp Airlines, თბილისი - კიევი (გაფრენა 08:45, ჩაფრენა 10:45 ); 23 აგვისტო, ავიაკომპანია Pegasus Airlines, თბილისი - სტამბოლი (გაფრენა 05:05, ჩაფრენა 06:40 ); 28 აგვისტო, ავიაკომპანია Belavia, თბილისი - მინსკი (გაფრენა 03:45, ჩაფრენა 5:45 ); 30 აგვისტო, ავიაკომპანია Pegasus Airlines, თბილისი - სტამბოლი (გაფრენა 05:05, ჩაფრენა 06:40 ); 31 აგვისტო, ავიაკომპანია SkyUp Airlines, თბილისი - კიევი (გაფრენა 08:45, ჩაფრენა 10:45 ); სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიებს აღნიშნული მიმართულებებით ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვები უკვე მიენიჭათ.

www.24news.ge

სხვა სიახლეები