Haqqımızda Reklam
13 
Avq
2020
14:41
0
0
286

მარნეულში, სოფელ წერეთელში კორონავირუსით ინფიცირებული 14 წლის მოზარდის 15 კონტაქტის ტესტის პასუხი უარყოფითია

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში, კორონავირუსით ინფიცირებული 14 წლის მოზარდის 15 კონტაქტის „პისიარ“ ტესტის პასუხები კორონავირუსზე უარყოფითია. „გუშინწინ გამოსაკვლევად 18 კონტაქტის ბიოლოგიური მასალა გავაგზავნეთ ლაბორატორიაში, გუშინ კიდევ 15 კონტაქტის, მათგან საბედნიეროდ არც ერთს არ დაუდასტურდა კორონავირუსი. ჯამში გამოკვლეული იქნა 33 კონტაქტი, „პისიარ“ ტესტირების შედეგად „კოვიდ 19“ არცერთს არ დაუდასტურდა. ოჯახის წევრები საკარანტინო სივრცეში იმყოფებიან, დანარჩენი კონტაქტები კი თვითიზოლაციაში მეთვალყურეობის ქვეშ“, - განაცხადა ეთერ ლაფერაძემ. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში მცხოვრები 14 წლის მოზარდი, რომელსაც „კოვიდ 19“ 2 დღის წინ დაუდასტურდა, „მესტიის კლასტერს“ მიეკუთვნება.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები