Haqqımızda Reklam
13 
Avq
2020
11:33
0
0
52

IRI-ს კვლევაში, კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა უმრავლესობამ მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) ახალი კვლევის მიხედვით, კითხვაზე – „კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას“, გამოკითხულთა უმრავლესობამ მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა, მეორე ადგილზე კი „ნაციონალური მოძრაობა“ გავიდა. ვლევის შედეგები ასე გადანაწილდა. 1. „ქართული ოცნება“ – 33% პირველი არჩევანი, 2% მეორე არჩევანი; 2. „ნაციონალური მოძრაობა“ – 16% პირველი არჩევანი, 4% მეორე არჩევანი; 3. „ევროპული საქართველო“ – 5% პირველი არჩევანი, 6% მეორე არჩევანი; 4. „ახალი საქართველო – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3% პირველი არჩევანი, 4% მეორე არჩევანი; 5. „პატრიოტთა ალიანსი“ – 3% პირველი არჩევანი, 5% მეორე არჩევანი; 5. „ლეიბორისტული პარტია“ -2% პირველი არჩევანი, 4% მეორე არჩევანი; 6. „სამოქალაქო მოძრაობა” (ალეკო ელისაშვილის პარტია) 2% პირველი არჩევანი, 3% მეორე არჩევანი; 7. „ლელო საქართველოსთვის“ – 2% პირველი არჩევანი, 3% მეორე არჩევანი; 8. „გირჩი“ – 2% პირველი არჩევანი. 1% მეორე არჩევანი; კითხვაზე პასუხი არ აქვს 17 %-ს, პასუხის გაცემაზე უარი თქვა 11%-მა.

www.24news.ge

სხვა სიახლეები