Haqqımızda Reklam
01 
May
2019
11:25
0
0
221

პრეზიდენტი - ჟენევის ფორმატის შეცვლაზე გზავნილით რუსეთს არ ველაპარაკები, ეს არის გზავნილი ჩვენი პარტნიორების მიმართულებით

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ჟენევის ფორმატის შეცვლის აუცილებლობის შესახებ გზავნილების გაჟღერებისას არა რუსეთს, არამედ საერთაშორისო პარტნიორებს ელაპარაკება. როგორც ზურაბიშვილი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში აცხადებს, არ შეიძლება პარტნიორებს ჰქონდეთ განცდა, რომ ჩვენ არსებულ მდგომარეობას შევეგუეთ. „ჟენევის ფორმატი უნდა დაუბრუნდეს თავის პირველად ფორმატს, ის იყო ბევრად მაღალი ფორმატი იგივე შემადგენლობით. რუსეთს არ ველაპარაკები ამ შემთხვევაში. ეს არის უფრო გზავნილი ჩვენი პარტნიორების მიმართულებით, რადგან არ შეიძლება პარტნიორებს ჰქონდეთ განცდა, რომ ჩვენ შევეგუეთ იმ მდგომარეობას, რომ ჟენევის ფორმატი თამაშობს რაღაც ფორმალურ როლს, რომ დროდადრო იკრიბება, იქ რაღაც ტექნიკური საკითხები იხილება და ამით მთავრდება. უნდა იგრძნოს ყველა ჩვენმა პარტნიორმა, რომ ეს ჩვენთვის არ არის საკმარისი. ეს არის გზავნილი. ეს არა მხოლოდ ჟენევის ფორმატს ეხება, არამედ ორმხრივ ფორმატებსაც. თუ თვლი თავს, როგორც საქართველოს მეგობარ ქვეყანას, უნდა დააყენო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი ყოველივე ორმხრივ ფორმატში, როცა რუსეთთან გაქვს საუბარი, რომ გაუხსენო რუსეთს ის, რომ ვალდებულებებს არ ასრულებს, რომ ეს არის დარღვევა საერთაშორისო პრინციპების. რეალურად, ამას როცა სთხოვ, უკვე მესამე შემთხვევაა, როცა საქართველოს პარტნიორები რუსეთთან ურთიერთობაში ახსენებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს. ან უნდა დავავიწყოთ, ამაში არის საქმე. რეალისტები ვართ და ვიცით, რომ ამით ვითარებას ვერ შევცვლით ოკუპირებულ ტერიტორიებში, მაგრამ დავიწყების უფლება არა გვაქვს და არ უნდა დავავიწყებინოთ ჩვენს მეგობრებს“, - აცხადებს ზურაბიშვილი. მისივე თქმით, არ შეიძლება ასევე მივიწყებული თემა იყოს, რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაზე საუბარი. „არ შეიძლება ეს იყოს მივიწყებული თემა მხოლოდ იმიტომ, რომ დღეს ვერ ვახდენთ გავლენას. დღეს რომ ვერ ვახდენთ, არ ნიშნავს, რომ ხვალ ვერ მოვახდენთ. ჩვენ თუ არ გვჯერა ჩვენი თავის, ჩვენი მომავალი საშუალებების, მაშინ ყველაფერი ფუჭია. უნდა ვიყოთ ჩვენ თვითონ დარწმუნებულები იმისთვის, რომ სხვები დავარწმუნოთ“, - აღნიშნავს პრეზიდენტი. interpressnews.ge

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები