Haqqımızda Reklam
30 
Apr
2019
14:31
0
0
247

სალომე ზურაბიშვილი - მჯერა, რომ ჩვენ წარმატებით გავაგრძელებთ სვლას დასახული მიზნისკენ, ჩვენი ევროპისკენ

საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის უმთავრეს გამოწვევებთან დაკავშირებით ისაუბრა, რაც ოკუპირტებულ ტერიტორიებზე ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა დარღვევის ფაქტებს ეხება. ზურაბიშვილის თქმით, ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანებით ქვეყნამ ახალი დღის წესრიგით დაიწყო ცხოვრება. „20 წლის წინ, ჩვენ საზოგადოებაში ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ საქართველო ევროსაბჭოში გაწევრიანებით დგამდა ნაბიჯს, რომელიც მთლიანად განსაზღვრავდა ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას. ევროსაბჭოში გაწევრიანებით ჩვენ შევაღეთ პირველი მთავარი კარი ევროპისკენ, რაც ნიშნავდა ცხოვრების დაწყებას არსებითად ახალი დღის წესრიგით. ამ უმნიშვნელოვანეს ევროპულ ინსტიტუტში გაწევრიანებით დაიწყო ჩვენი ქვეყნის ევროპიზაციის შეუქცევადი პროცესი, ევროპისკენ სვლა. ევროპის საბჭოს წევრობა გახდა უდიდესი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, პოსტსაბჭოთა საზოგადოებისთვის, რომელსაც მოპოვებული დამოუკიდებლობა უნდა განემტკიცებინა დემოკრატიის შეუფერხებელი განვითარებით, იმ ღირებულებების დაცვით, რომელსაც ფეხქვეშ თელავდა საბჭოთა სისტემა. საბჭოთა სისტემა ფეხქვეშ თელავდა იმ ზოგადსაკაცორბიო ღირებულებებს, რომლებზეც საუკუნეებია ჩვენი იდენტობა იდგა და დგას. ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაზე ხელმოწერით ჩვენ დავადასტურეთ ამ ღირებულებების ერთგულება და ამით დავუბრუნდით ჩვენს ბუნებრივ გარემოს. ძალიან ნიშანდობლივია, რომ ახლახანს, სტრასბურგში, ევროსაბჭოს სასახლის წინ, ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნა. ისტორიული მისი სიტყვები: „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი“, დღესაც აქტუალურია. ის ჩვენი მთავარი ორიენტირი უნდა იყოს, რადგან ევროპული, თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფო პირველ რიგში, თავისუფალ და კანონით დაცულ ადამიანებზე დგას. ევროპული სახელმწიფო დგას დემოკრატიულ კონსტიტუციაზე, კანონის უზენაესობაზე, სამართლის უზენაესობაზე, სიტყვის თავისუფლებაზე, თანასწორობაზე. ამ პრინციპების სრულად გაზიარება არის ერთადერთი სწორი გზა ჩვენს მიერ არჩეული. ახლა კონსტიტუციაში, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ მივიღეთ, ჩანს ჩვენი მიზანმიმართული სწრაფვა დემოკრატიის განვითარებისკენ. ამ კონსტიტუციაში ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან ერთად, ჩვენ ჩავწერეთ მთელი რიგი ახალი უფლებები, სოციალური, ეკონომიკური, თუ გარემოს დაცვითი უფლებები და ამით სამომავლო პროგრესის გზა დავსახეთ. ამ უფლებების კონსტიტუციის დონეზე აყვანა გამოხატავას ჩვენი ხალხის ნებას გადაიდგას ძლიერი ნაბიჯები მსოფლიოში არსებული გამოწვევების დასაძლევად. ისიც ვიცით, რომ ამ უფლებების კონსტიტუციაში ასახვიდან მათ პრაქტიკაში განხორციელებამდე დიდი გზაა და ჩვენგან სულ მეტი ძალისხმევა იქნება საჭირო, მაგრამ მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ კონსტიტუციაში გამოხატულია საზოგადოების დამოკიდებულება, ეს ხალხისა და ხელისუფლების ერთიანი პოზიციაა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. მან სიტყვით გამოსვლისას ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. „ჩვენი ქვეყნისთვის უმთავრესი გამოწვევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა დარღვევის ფაქტებია, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს, ეს ეხება უპირველეს ყოვლისა, სიცოცხლის უფლებას, ამის უკანასკნელი მაგალითია ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება. ეს ეხება სახელმწიფო ენას და ვიტყოდი ორივე სახელმწიფო ენას, ეს ეხება გადაადგილებას და გადაადგილების უფლებას, აზრის გამოხატვის უფლებას, რელიგიური ძეგლების დაცვას. ასეთ ფაქტებს სისტემატური ხასიათი აქვს. ახლა აღდგომის დღეებში ჩვენი მოქალაქეებისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, რომ ისინი ვერ მიდიან ოჯახის წევრებისა და ახლობლების საფლავებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ტორბიორნ იაგლანდის ანგარიში, რომელშიც ის ყურადღებას ამახვილებს ე.წ. რუხ ზონებში მონიტორინგის აუცილებლობაზე. ევროპელ პარტნიორებთან ერთად მზად ვართ, აქტიური მუშაობა დავიწყოთ ამ მიმართულებით ყველა დაცული ნორმების ფარგლებში. ასევე საგანგაშოა, ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ ადამიანების გატაცების სისტემატური შემთხვევები, ჩვენ გვჭირდება პარტნიორების ძლიერი მხარდაჭერა, რათა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა იქნას აღკვეთილი. ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი ნდობისა და აღიარების გამოხტაულება არის ის, რომ წლის ბლოს, საქართველო 6 თვით გადაიბარებს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას. ეს მაღალი პასუხისმგებლობაა და საქართველო მზადაა ამ პასუხისმგებლობის ასაღებად. მჯერა, რომ ამ სტატუსით ჩვენ წარმატებით გავაგრძელებთ სვლას დასახული მიზნისკენ, ჩვენი ევროპისკენ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. İpn.ge

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები