Haqqımızda Reklam
16 
Iyl
2020
13:08
1
0
265

მარნეულში წყალდიდობის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაზიანდა, მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ (FOTO)

დღეს დილით მარნეულში წყალდიდობის შედეგად რაიონის რამდენიმე ქუჩაზე საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. 24News.ge-ს ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად, წყალდიდობამ მარნეულის იალგუჯას ქუჩაზე არსებულ საცხოვრებელი სახლებს სერიოზული ზიანი მიაყენა, დატბორა სახლების სარდაფები და დაზიანდა სახლებში არაერთი ნივთი. ჩვენი საინფორმაციო პორტალთან ინტერვიუში, მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ამჟამად სახლში არ არის პირობები რათა იქ დაიძინონ, ისინი რაიონის მერიისგან დროიბითი თავშესაფარს ითხოვენ. დილით, მარნეულის მერი ზაურ დარგალი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სხვა წევრები მოინახულეს შემთხვევის ადგილი და განაცხადეს, რომ მიიღება ზომები სიტუაციის მოსაგვარებლად. უნდა აღინიშნოს, რომ დღეს წყალდიდობის შედეგად ასევე დაზიანდა მარნეულის ბაზარი, დატბორა უამრავი სავაჭრო ობიექტი, თუმცა ბაზარზე არსებული პრობლემა მოგვარებულია.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები