Haqqımızda Reklam
16 
Iyl
2020
11:59
0
0
169

საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე 19 დასახლებულ პუნქტს მაღალმთიანის სტატუსი მიენიჭება

საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, დუშეთისა და გორის მუნიციპალიტეტებში მდებარე 19 დასახლებული პუნქტი მაღალმთიანის სტატუსს მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მაღალმთიანის სტატუსი 59 დასახლებულ პუნქტს მიენიჭება. „ფაქტობრივად გამოდის, რომ 246 ათას ჩვენს მოქალაქეს, რომელიც ამ სტატუსით უკვე სარგებლობს, მიემატება 26 ათასი მოქალაქე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მათ შორის იქნება დუშეთისა და გორის მუნიციპალიტეტებში 19 დასახლებული პუნქტი, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, რაც ასევე მნიშვნელოვანია. კიდევ ერთი ძველი თემა – გურიაში, გომის მთა ასევე მიიღებს სტატუსს. ეს სამართლიანობა აღსდგება, გომის მთა მიიღებს დასახლებული და შემდგომ უკვე მაღალმთიანი დასახლებული პუნქტის სტატუსს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები