Haqqımızda Reklam
11 
Iyl
2020
17:29
0
0
134

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 3 საკარანტინო სივრცეებში გამოვლინდა და იმპორტირებულია, 5 კი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევიდან 5 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 3 კი საკარანტინო სივრცეში დადასტურდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას 23 პაციენტი აგრძელებს და ყველას მდგომარეობა სტაბილურია. “დაგვემატა 8 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი მხოლოდ 5-ით გაიზარდა, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 143 პაციენტი მკურნალობს. 8 ახალი შემთხვევიდან 3 გახლავთ საკარანტინო სივრცეებში დადასტურებული, სამივე არის იმპორტირებული შემთხვევა, ხოლო დანარჩენი 5 გახლავთ დადასტურებულ პაციენტთან კონტაქტები. ჩვენს ცენტრში 23 პაციენტი მკურნალობს, მათი მდგომარეობა უცვლელია, არც ერთთან არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება და მათი მდგომაროება საშუალო და საშუალოზე მსუბუქია”, - განაცხადა ეზუგბაიამ. მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული აბიტურიენტის ჯანმრთელობის მდგომაროება დამაკმაყოფილებელია.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები