Haqqımızda Reklam
04 
Iyl
2020
22:50
1
0
107

აზერბაიჯანში საქართველოს საკონსულომ ამ ქვეყნაში დარჩენილ მოქალაქეებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა - ექსკლუზიური

აზერბაიჯანის დარჩენილი მოქალაქეების საქართველოში დაბრუნების უამრავი მიმართვის გათვალისწინებით, ჩვენ დავუკავშირდით აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს. საკონსულო სამსახურმა 24News.ge-ს, აზერბაიჯანიდან დღემდე სამშობლოში ჩამოყვანილი მოქალაქეების და ასევე მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. საკონსულო სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციას წარმოგიდგენთ: "აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კორონავირუსული პანდემიის გავრცელების დღიდან, საელჩო გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. საელჩოს საკონსულო სამსახურის ცხელ ხაზზე (+99450 2500710), 24 საათის განმავლობაში, მიმდინარეობს აზერბაიჯანში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა ზარების მიღება. აგრეთვე, თვეზე მეტია, რაც აღდგა მოქალაქეთა მიღების ჩვეული რეჟიმი საკონსულო სამსახურში, რომელიც შეჩერებული იყო ვირუსული დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, თუმცა ჩვენი მოქალაქეებისთვის, დისტანციურად, ყოველდღიურად იყო ხელმისაწვდომი სამართლებრივი, ტექნიკური და სხვა სახის დახმარების მიღება საელჩოს მხრიდან. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეთა სრულყოფილი ინფორმირების მიზნით, საელჩო ოპერატიულად აქვეყნებს შესაბამის მასალებს ვებ-გვერდსა და ფეისბუკ-გვერდზე (ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე), სადაც ასახულია აზერბაიჯანში COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო სტრუქტურის მიერ მიღებული უახლესი გადაწყვეტილებები და რეგულაციები. თებერვლიდან მოყოლებული, საელჩო დახმარებას უწევს ქვეყანაში დროებით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ამარაგებს მათ საკვები პროდუქტების ამანათებით, პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთებით, სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით, მათ შორის საქართველოში დამზადებული პირბადეებით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს თავშესაფრით. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებულ კონტროლზეა აყვანილი ასაკოვანი და არასრულწლოვანი პირები, ფეხმძიმე და ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეები, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებსაც უშუალოდ, საკუთარ საცხოვრებელ მისამართებზე მიეწოდებათ მათთვის საჭირო ჰუმანიტარული დახმარების ტვირთი და აღსანიშნავია, რომ ამ აქციაში პირადად არიან ჩართულები საქართველოს ელჩი, კონსული და საელჩოს თანაშრომლები. აღნიშნულ პროცესებში, საკონსულო დაფარვის ოლქების ფარგლებში ასევე აქტიურად არის ჩართული საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. განჯაში. აზერბაიჯანში კორონავირუსის პანდემიის გავრცელების დღიდან, საქართველოს მთავრობის დავალებით, აგრეთვე საელჩოს მუშაობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში უსაფრთხოდ და ორგანიზებულად დაბრუნების პროცესის მართვა, რაც ობიექტური გარემოებების გამო, დაკავშირებულია მთელ რიგ სირთულესთან, უპირველესად ვირუსული დაავადების გავრცელების პრევენციის თვალსაზრისით, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული უსაფრთხოების ზომები, აგრეთვე მოსაგვარებელია, როგორც იურიდიულ-სამართლებრივი, საკონსულო ასევე ლოგისტიკური საკითხებიც, რადგან პანდემიასთან დაკავშირებით საზღვრების ჩაკეტვის გამო, შეჩერებულია საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა საქართველო-აზერბაიჯანს შორის. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველოში დაბრუნების მსურველ მოქალაქეთა საკონსულოში მომართვის პროცესში, შესაბამისი სიის შედგენისას (შემდგომში, აღნიშნული სია შესათანხმებლად წარედგინება აზერბაიჯანის რიგ სახელმწიფო სტრუქტურას), უპირატესობა ენიჭება გარკვეულ კატეგორიას, მათ შორის ასაკოვან, არასრულწლოვან, ფეხმძიმე, ქრონიკული დაავადებების მქონე და შშმ პირებს, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს. რთული ვითარების მუხედავად, განვლილი პერიოდის განმავლობაში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან კოორდინაციითა და შეთანხმებით, საელჩომ და ქ. განჯაში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ, საერთო ჯამში, ორგანიზება გაუწიეს 730 მოქალაქის დაბრუნების პროცესს საქართველოში სახმელეთო გზით. ბოლოს, საქართველოს მოქალაქეთა 150 კაციანი ჯგუფი ქ. ბაქოდან გაემგზავრა 29 ივნისს. ამ ეტაპზე, საელჩოსა და გენერალურ საკონსულოში მიმდინარეობს საქართველოში დაბრუნების მსურველ მოქალაქეთა ახალი ჯგუფის რეგისტრაციის პროცესი". ინფორმაციისთვის, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დარჩენილი ჩვენი მოქალაქეები შეუძლიათ დაუკავშირდნენ ცხელი ხაზის ნომერს : +99450 2500710

www.24news.ge

სხვა სიახლეები