Haqqımızda Reklam
04 
Iyl
2020
14:33
1
0
202

ევროკავშირმა კორონავირუსის სამკურნალოდ „რემდესივირის“ გამოყენების ოფიციალური ნებართვა გასცა

ევროკავშირმა კორონავირუსის სამკურნალოდ „რემდესივირის“ გამოყენების ოფიციალური ნებართვა გასცა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. პრეპარატი თავდაპირველად ებოლას სამკურნალოდ გამოიყენებოდა, თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ „რემდესივირი“ „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პაციენტების გამოჯანმრთელების დროს ამცირებს. „რემდესივირს“ კომპანია „გილეადი“ აწარმოებს. „რემდესივირის“ გამოყენება უკვე ნებადართულია რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, რომელიც „გილეადის“ მიერ ივლისში წარმოებული პროდუქციის 100 პროცენტს, ხოლო აგვისტოსა და სექტემბერში წარმოებული პროდუქციის 90 პროცენტს წინასწარ შეიძენს.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები