Haqqımızda Reklam
04 
Iyl
2020
14:09
2
2
877

არაადამიანური ქმედება კასპის მუნიციპალიტეტში - სახლში იმშობიარა და ახალშობილი საპირფარეშოში ჩააგდო

კასპში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის გაზრახ მკვლელობას გულისხმობს. შემთხვევა კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ერთ სოფელში მოხდა. ახალგაზრდა ქალმა იმშობიარა და ჩვილი საპირფარეშოში ჩააგდო. არსებული ინფორმაციით, ქალმა მშობიარობის შემდეგ, საავადმყოფოს ძლიერი სისხლდენის გამო მიმართა. ექიმმა კი პოლიციას შეატყობინა. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის ორსულობის შესახებ არავინ, მათ შორის არც ოჯახის წევრებმა იცოდნენ რამე. მათივე თქმით, ქალმა სახლში იმშობიარა. მეზობლების ინფორმაციით, 24 წლის ქალს სამი შვილი ჰყავს და ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ქალი ამჟამად კასპის საავადმყოფოშია მოთავსებული და მკურნალობას გადის.

www.24news.ge

სხვა სიახლეები