Haqqımızda Reklam
04 
Iyl
2020
13:03
0
0
115

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა სატვირთო ავტომანქანის მძღოლებს უკავშირდება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან, სამივე შემოტანილია. მისივე ინფორმაციით, დაინფიცირებული პაციენტები სატვირთო ავტომობილის მძღოლები არიან. “ახალი სამი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, სამივე შემოტანილია. სამივე არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი. სამი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, ერთი ჩვენთან მოთავსდა. ამ დროისთვის ჩვენთან არის 24 დადასტურებული შემთხვევა. ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა ჩვენს ცენტრში, რომელიც დღეს დატოვებს ალბათ ცენტრს. პაციენტების ზოგადი მდგომარეობა უცვლელია, საშუალო სიმძიმისაა. ახალი პაციენტის მდგომარეობაც არ არის მძიმე. ჩატარებული კვლევებით ჯერჯერობით მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ფასდება. თუ პირველი კვირის განმავლობაში დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება, ამ შემთხვევაში მდგომარეობა დარჩება უცვლელი და დაიწყება გამოჯანმრთელება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები