Haqqımızda Reklam
06 
Iyn
2020
17:42
1
2
283

სუს-მა სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაკითხვაზე დაიბარა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე გამოძიება 30 მაისს დაიწყო. სუს-ის განცხადებით, ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას. 24News-ის ინფორმაციით, სუს-მა სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების დაკითხვაზე დაიბარა. სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, 24News-თან საუბრისას განუცხადეს, რომ ელოდებიან იმ ადამიანების დაკითხვას, რომლებიც რეგიონში პროვოკაციის მცდელობა ჰქონდათ. მათი თქმით, სამოქალაქო აქტივისტების და არასამთავრობო სექტორის უსაფრთხოების სამსახურში დაბარება არის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა. ინფორმაციისთვის, სუს-ში გამოკითხვაზე იყვნენ სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები: სამირა ისმაილოვა - სამოქალაქო აქტივისტი; აზერ მამედოვი - ლიდერ მედიისა და 24News.ge საინფორმაციო პორტალის დირექტორი; ფუად გახრამანოვი - ''ახალი საქართველოს''- მარნეულის რაიონული შტაბის ხელმძღვანელი; მირთაგი ასადოვი - საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეიხი; ელვირ გასანოვი - პედაგოგი; აიუგლ ისაევა - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი; ისრაფილ ბაირამოვი - მარნეულის საკრებულოს ყოფილიო თავჯდოიმარე; მახაბბათ იმანოვი - არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და ათაჰოლდინგის (მარნეული) ცენტრის დირექტორი; ზუმრუდ გურბანოვი - პარლამენტის ყოფილი წევრი გავრცელებული ინფორმაციით, გამოკითხვაზე იყო, აგრეთვე მარნეულის მერი ზაურ დარგალი. მაგრამ, ამსთან დაკავშრებით, მერმა კომენტარი არ გააკეთა.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები