Haqqımızda Reklam
06 
Iyn
2020
12:42
1
0
255

თურნავა - ''ჩვენ და ოპოზიცია ბევრ საკითხში ალბათ ვერასდროს შევთანხმდებით, ეს ბუნებრივიც არის''

''ჩვენ და ოპოზიცია ბევრ საკითხში ალბათ ვერასდროს შევთანხმდებით, ეს ბუნებრივიც არის. ჩვენ სხვა პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვსაუბრობთ, სხვა პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. ისინი მარტო თავიანთ ხმამაღალ განცხადებებზე აგებენ და ზოგჯერ არ აგებენ პასუხს'' 24News-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა. „მე, ჩემმა გუნდმა ამომწურავად ვუპასუხეთ ყველა კითხვას. რასაკვირველია, ჩვენ და ოპოზიცია ბევრ საკითხში ალბათ ვერასდროს შევთანხმდებით, ეს ბუნებრივიც არის. ჩვენ სხვა პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვსაუბრობთ, სხვა პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. ისინი მარტო თავიანთ ხმამაღალ განცხადებებზე აგებენ და ზოგჯერ არ აგებენ პასუხს. ჩვენ პასუხს ვაგებთ მოსახლეობის წინაშე ჩვენს ქმედებებზე. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ შემთხვევაში კარგია მსგავსი ფორმატის და ნებისმიერი სხვა ფორმატის შეხვედრა დეპუტატებთან, როგორც ოპოზიციური სპექტრის, ასევე უმრავლესობის დეპუტატებთან. ყოველთვის თავისი სარგებელი მოაქვს, მაგრამ რასაკვირველია, შემდგომში ვინ, რას ისაუბრებს კამერებთან და კამერები რაღაც ძალიან მაგიურად მოქმედებს ხოლმე ოპოზიციის დეპუტატებზე, ეს უფრო ალბათ, მათი პოლიტიკური დღის წესრიგით არის ნაკარნახევი. ნებისმიერ შემთხვევაში მათ ჩვენი პასუხები მოისმინეს და ვფიქრობ, რომ გაიგეს", - განაცხადა ნათია თურნავამ.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები