Haqqımızda Reklam
06 
Iyn
2020
11:15
1
0
317

ვარკეთილში კახა კალაძესა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა (ვიდეო)

ვარკეთილში, თბილისის მერ კახა კალაძესა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. დედაქალაქის მერი ვარკეთილში ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნაზე თბილისის საკრებულოს წევრებთან ერთად მივიდა. სკვერში მისულ კახა კალაძეს ადგილზე "ანას ბაღის" დამცველები და მოძრაობა "შეცვალეს" წევრები დახვდნენ. მათი განცხადებით, დედაქალაქის მერისთვის დიღმის ჭალებთან დაკავშირებით შეკითხვის დასმა სურდათ, თუმცა კალაძემ მათ ხელი დაარტყა. ერთ-ერთი აქტივისტის მტკიცებით, "კალაძემ მაისურიც შემოახია". „წყნარად მივედი და ვეკითხებოდი დიღმის ჭალებზე, ხელი რატომ მკრა?!“,- აღნიშნა ერთ-ერთმა აქტივისტმა. თავად კახა კალაძის განცხადებით კი, დაპირისპირებასთან მოსახლეობას არანაირი კავშირი არ აქვს. „ორი თაღლითი "ნაციონალი" იყო მოსული, რომელსაც მცდელობა ჰქონდა, დაეგეგმა პროვოკაცია, თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ“, - განაცხადა კალაძემ.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები