Haqqımızda Reklam
03 
Iyn
2020
11:02
0
1
470

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხთან საუბრისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დაადასტურა. ბოლნისის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელმა, მაკა მამარდაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რომ გარდაცვლილი სოფელ მუშევანიდანაა და თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა. „გიდასტურებთ, გარდაიცვალა ერთი პაციენტი სოფელ მუშევანიდან. მამაკაცი მკურნალობდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა. მამაკაცი დღის მეორე ნახევარში გარდაიცვალა. მას კორონავირუსი 9 მაისს დაუდასტურდა“, – განაცხადა მაკა მამარდაშვილმა. საქართველოში კორონავირუსით სულ 13 პაციენტი გარდაიცვალა.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები