Haqqımızda Reklam
10 
Apr
2019
11:41
0
0
138

თბილისში ამოტრიალებული ავტომანქანები გამოჩნდა [ფოტო]

თბილისის ქუჩებში რამდენიმე ადგილზე ავარიის შედეგად დაზიანებული ავტომანქანები გამოჩნდა. ისინი სპეციალურად დამონტაჟებულ ბოძებზეა განთავსებული. როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-სა და თბილისის მერიაში განუცხადეს, აღნიშნული კამპანიის ავტორები ისინი არ არიან. სავარაუდოდ, კამპანია რომელიმე კერძო კომპანიას უკავშირდება და გახშირებული ავტოავარიების პრევენციას ემსახურება. თბილისში ამოტრიალებული ავტომანქანების გამოჩენამ ინტერესი გამოიწვია სოციალური ქსელების მომხმარებლებში და ისინი აქტიურად აქვეყნებენ სხვადასხვა უბანში გადაღებულ ფოტოებს. 1tv.ge

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები