Haqqımızda Reklam
02 
Apr
2019
00:13
1
1
1869

აქციის მონაწილეები პოლიციის იმ შენობასთან მიდიან, სადაც დაკავებულები არიან გადაყვანილები

დედაქალაქის მერის საცხოვრებელ კორპუსთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა ვაკე-საბურთალოს პოლიციასთან წასვლა გადაწყვიტეს. ისინი ამ წუთებში პოლიციის შენობასთან მიდიან, სადაც აქციის დროს დაკავებული რამდენიმე პირია გადაყვანილი. როგორც ჟურნალისტებს აქციის მონაწილეებმა განუცხადეს, პოლიციის განყოფილებასთან გააგრძელებენ საპროტესტო აქციას. შეგახსენებთ, რომ აქციაზე სახელწოდებით „სოლიდარობა მუშებს“ ცოტა ხნის წინ პოლიციამ რამდენიმე აქციის მონაწილე დააკავა.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები