Haqqımızda Reklam
02 
Apr
2019
00:06
2
0
1747

იენს სტოლტენბერგი - ნატო განაგრძობს მჭიდრო თანამშრომლობას შავი ზღვის რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან - გასულ კვირას ეს თანამშრომლობა ნატო-საქართველოს წვრთნების ფარგლებში ვიხილე

ნატო განაგრძობს მჭიდრო თანამშრომლობას შავი ზღვის რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან. გასულ კვირას ეს თანამშრომლობა ვიხილე 2019 წლის ნატო-საქართველოს წვრთნების ფარგლებში, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს შტაბ-ბინაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, დღეს ნატო-ს საზღვაო ჯგუფის გემები უკრაინაში და საქართველოში შევიდნენ. „ეს გემები მონაწილეობას მიიღებენ საზღვაო წვრთნებში. ვფიქრობ, ამ კვირას ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეათანხმებენ ახალ ზომებს, რათა გავაუმჯობესოთ რეგიონში არსებული სიტუაციის შესახებ ცნობიერება და გავზარდოთ ნატო-ს მხრიდან საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერა ისეთ სფეროებში, როგორიცაა საზღვაო ძალებისა და სანაპირო დაცვის გაწვრთნა და ინფორმაციის გაცვლა“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები