Haqqımızda Reklam
04 
Apr
2020
13:28
0
0
133

კორონავირუსით ინფიცირებული სპორტსმენი სამეგრელოს რეგიონში გადაადგილდებოდა

კორონავირუსით ინფიცირებული სპორტსმენი თბილისიდან სოფელ ლიაში, ჩხოროწყუში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტსა და ზუგდიდში იმყოფებოდა. წალენჯიხის მუნიციპლიტეტის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის თამარ კვარაცხელიას ინფორმაციით, პირი რომელსაც კორონავირუსი თბილისში დაუდგინდა, რამდენიმე დღით ადრე სოფელ ლიაში იმყოფებოდა. მისივე თქმით, აღნიშნულის შესახებ მათ წუხელ, გვიან ღამით შეიტყვეს. „ამ პირთან სოფელ ლიაში კონტაქტირებული ოჯახის ყველა წევრი გადაყვანილია ანაკლიის საკარანტინე ზონაში. აღნიშნული პიროვნება სამეგრელოში იმყოფებოდა 28 მარტს. ის იმყოფებოდა ჩხოროწყუს, წალენჯიხის და ზუგდიდის ტერიტორიაზე. მიმდინარეობს მუშაობა, ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური დამატებითი კონატაქტების გამოსვლენად. პიროვნებას თბილისში გამოუვლინდა covid-19 და ამის შემდეგ გახდა საჭირო მასთან კონტაქტში მყოფი პირების გამოვლენა”, – ამბობს თამარ კვარაცხელია.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები