Haqqımızda Reklam
23 
Mar
2019
13:34
0
0
2387

27 მარტამდე საქართველოში ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი

საქართველოში 27 მარტამდე ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, საქართველოს უმეტეს რაიონებში 24 მარტს მოსალოდნელია წვიმა, მთიან და მაღალმთაიან რაიონებში – თოვლი, ზოგან შესაძლებელია იყოს ქარბუქიც. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 5–10გრადუსი იქნება, მთიან რაიონებში – 0;–5; მაღალმთაში კი –5;0. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი, 7–12 გრადუსი. 24–25 მარტს თბილისშიც ასევე ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი და დროგამოშვებით იწვიმებს. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 8–10 გრადუსი იქნება. 27–28 მარტს საქართველოში გამოიდარებს და დათბება. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 20 გრადუსამდე აიწევს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში – 17 გრადუსამდე. თბილისშიც ასევე გამოიდარებს და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით კი 15–17 გრადუსი. interpressnews.ge

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები