Haqqımızda Reklam
13 
Mar
2019
12:04
0
1
1379

დავით ზალკალიანი - საქართველოს მოსახლეობის ყველა მცდელობა, ევროპის ქვეყნებში თავშესაფარი მოითხოვოს, ფუჭია - მოვუწოდებ მათ, ნუ ჩაიგდებენ თავს მძიმე მდგომარეობაში

ფუჭია, საქართველოს მოსახლეობის ყველა ასეთი მცდელობა მოითხოვოს თავშესაფარი ევროპის ქვეყნებში, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ესპანეთსა და საფრანგეთში ქუჩაში მყოფი თავშესაფრის მაძიებელ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით განაცხადა. დავით ზალკალიანს კონკრეტული რიცხვი არ დაუსახელებია, თუ რამდენმა ადამიანმა მოითხოვა თავშესაფარი ევროპის ქვეყნებში, თუმცა მისი თქმით, საქართველოს იმიჯი ევროკავშირში არის წარმოდგენილი, როგორც უსაფრთხო ქვეყანა და შესაბამისად, თავშესაფრის მოთხოვნა ჩვენს მოქალაქეებს არ დაუკმაყოფილდებათ. „ჩვენ მყისიერად ვრეაგირებთ ნებისმიერ შეტყობინებაზე და ინფორმაციაზე, რომელიც არის დაკავშირებული თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით, ეს შემთხვევაც ჩვენთვის ცნობილია. ჩვენი კონსულები არიან მუდმივ კავშირში საიმიგრაციო სამსახურების წარმომადგენლებთან. ჩვენმა საზოგადოებამ და მოსახლეობამ უნდა გაიგოს, საქართველო ევროკავშირის ქვეყნებში არის შეყვანილი უსაფრთხო ქვეყნების რიცხვში. ანუ, ეს გულისხმობს იმას, რომ არც ერთი მიმართვა, რომელიც იქნება თავშესაფრის მიღებასთან დაკავშირებით არ იქნება დაკმაყოფილებული. მოვუწოდებთ საზოგადოებას, ჩვენს მოსახლეობას, რომ ნუ ჩაიგდებენ თავს მძიმე მდგომარეობაში. ის ხარჯები, რომელსაც ისინი გაიღებენ იმ მიზნით, რომ წავიდნენ და თავშესაფარი მოითხოვონ, მხოლოდ დააზარალებს ჩვენს საზოგადოებას“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. რაც შეეხებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც კონსულები შეხვდნენ ბარსელონასა და ამიენსში, მინისტრის თქმით, მათ შესაბამისი პროცედურები აუხსნეს და ამ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ დაბრუნდნენ ქვეყანაში. შეგახსენებთ, საქართველოს კონსულებმა ბარსელონასა და ამიენსში საქართველოს მოქალაქეები მოინახულეს, რომელთაც თავშესაფრის მოთხოვნის გამო ქუჩაში ყოფნა უწევთ. საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები ბარსელონას გადაუდებელი აუცილებლობის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე რამდენიმე დღეა იმყოფებიან და ღამეს ოჯახებთან ერთად ქუჩაში ათენებენ. ანალოგიურ შემთხვევას ადგილი აქვს საფრანგეთში ქალაქ, ამიენსში, სადაც ქუჩაში, რკინიგზის სადგურზე ღამეს, ასევე, ათენებს თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით საფრანგეთში ჩასული საქართველოს ათეულობით მოქალაქე მცირეწლოვან ბავშვთან ერთად. interpressnews.ge

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები